ბეიბი მოლის შესახებ

ინტერნეტ მაღაზია "ბეიბი მოლი" დაარსდა 2014 წლის გაზაფხულზე. ტანსაცმლის ბიზნესის სფეროში არსებულმა სიტუაციამ (ძვირი ფასები ან მდარე ხარისხის პროდუქცია) გადაგვაწყვეტინა ერთხელ და საბოლოოდ გადაგვეჭრა ამ სექტორში ქვეყანაში არსებული პრობლემები.

ჩვენი ანალიზით დავადგინეთ, რომ ფასების სიძვირე ძირითადად გამოწვეულია შემომტანი და რეალიზატორი კომპანიების საოპერაციო ხარჯებით, როგორიცაა სახელფასო ფონდი, მაღაზიის არენდის და მისი ექსპლუატაციის ხარჯები და სხვა.

სიტუაციის ანალიზის შემდეგ გადავწვიტეთ გაგვეხსნა ინტერნეტ მაღაზია, რადგან ინტერნეტ მაღაზიის საექსპლუატაციო ხარჯები გაცილებით მცირეა, ეს გვაძლევს საშუალებას მივიღოთ პროდუქტის დაბალი თვითღირებულება და შესაბამისად საბოლოო მომხმარებელს უფრო დაბალ ფასში მივაწოდოთ იგივე ან უფრო ხარისხიანი პროდუქცია.

მსოფლიო ბაზარზე არსებული ბრენდების გარჩევისა და მათთან კომუნიკაციის შემდეგ გადავწყივტეთ მჭიდრო კონტაქტის დამყარება ამერიკულ კომპანია BabyVision Inc.-თან. BabyVision Inc.-ის მისწრაფებები და მიზნები, სრულიად დაემთხვა ჩვენსას - მომხმარებლებს მივაწოდოთ ხარისხიანი პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად. პარტნიორის არჩევის შემდეგ დავიწყეთ საგამოცდო პროდუქციის შეკვეთა და გამძლეობის საგულდაგულო გამოცდა. გამოცდის შედეგებით კმაყოფილებს, პატივი გვაქვს წარმოგიდგინოთ ხარისხიანი პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად!

პატარები იმსახურებენ საუკეთესოს და ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ საუკეთესო გახდეს ბევრისთვის ხელმისაწვდომი!

ჩვენი მაღაზია გახსნილია პარტნორული ურთიერთობისთვის, როგორც სხვადასხვა კომპანიებთან ასევე კერძო მაღაზიის მეპატრონეებთან. თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქციით (ან თქვენ შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ თქვენი მომსახურება) და გსურთ ჩვენი პროდუქცის გაყიდვა თქვენ მაღაზიებში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სადილერო შეთანხმებისა და პირობების გასაგებად.

ჩვენი კომპანია აგრძელებს მუშაობას როგორც პარტნიორების მოძიების მიმართულებით, ასევე კომპანიის სერვისების ოპტიმიზაციაზე, რაც მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო ნაკლები ხარჯებით მოგაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია და სერვისი.

ხშირად დასმული კითხვები

ხარისხი რომ არ მომეწონოს როგორ მოვიქცე? უკან დაიბრუნებთ შენაძენს?
დიახ, ჩვენი ორგანიზაცია ორიენტირებულია, რომ ჩვენი მომხმარებლები იყვნენ კმაყოფილები და უსაფრთხოთ გრძნობდნენ თავს შეძენისას, ამიტომ ჩვენ უკან ვიბრუნებთ ყველა შეკვეთას, რომლის ხარისხიც ჩვენ მომხმარებელს არ მოეწონება, ხოლო თანხას ვაბრუნებთ იგივე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა თანხის გადახდა!
მაინტერესებს სად მივიღებ შეკეთას?
შეკვეთას მიიღებთ იმ მისამართზე რომელსაც დააფიქსირებთ შეკვეთისას, შეკვეთას მიიღებთ 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში11-დან 19- საათამდე.
რა ვალუტაშია მოცემული ფასები?
ჩვენ ვებ გვერდზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასები წარმოდგენილია ეროვნულ ვალუტაში, ლარში, ხოლო წაქცეულ ევროს (უფრო კი ქართულ ლ-ს) მიმსგავსებული ნიშანი ეროვნული ბანკის მიერ შემოშავებული ქართული ლარის ნიშანია, რომელიც ძალიან მოგვწონს ყველას J
რას ნიშნავს არ მაქვს გასაგზავნი მისამართი, ვერ ვიწერ პროდუქციას ამას მიწერს და ვერ გავიგე რატომ ?
სავარაუდოდ მისამართის დამატებისას თქვენ ჩაწერეთ მიმღების ქალაქი არასწორად, როდესაც ქალაქის ველში იწყებთ ქალაქის ჩაწერას, ვებ გვერდი თვითონ გთავაზობთ შესაძლო ვარიანტებს, საიდანაც უნდა ამოირჩიოთ, თუ ვებ გვერდი არ შემოგთავაზებთ თქვენს ქალაქს, მაშინ ამის შესახებ უნდა მოგვწეროთ support(at)BabyMall.ge ან დაგვირეკოთ: 599 39 51 52 ან 599 38 51 52, ჩვენ დავამატებთ თქვენს ქალაქს სიაში.
მაინტერესებს თბილისში თუ გაქვთ ფილიალი სადაც შევძლებ მოსვლას და ნივთების თავად შეძენას?
ჩვენი თბილისის ფილიალიდან გაყიდვები არ წარმოებს, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ მაღაზიის საშუალებით.
არ შეიძლება თანხა კურიერს გადაუხადო?
თანხის გადახდა შესაძლებელია უშუალოდ შეკვეთისას საბანკო VISA ან MASTERCARD-ის ტიპის ბარათების გამოყენებით, ამ ეტაპზე მხოლოდ ასე არის შესაძლებელი ანგარისშწორება.
შეძენა მინდა და ვერ გავარკვიე როგორ უნდა შევიძინო!
ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტით მისამართზე: Support(at)BabyMall.ge ან დაგვირეკოთ 599 39 51 52 ან 599 38 51 52, ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ჩვენი საიტიდან გამოწერაში, ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ვიდეოინსტრუქცია FaceBook-ის გვერდზე შემდეგ ბმულზე: https://business.facebook.com/video.php?v=763028653772556&set=vb.734139113328177&type=2&theater
სად არის TNT-ს ოფისები რეგიონებში, როგორ დაუკავშირდეთ?
TNT-ს ოფისები მდებარეობ შემდეგ მისამართბზე: ქ. ფოთი, 9 აპრილის ქ. #6 ტელ: 242425 ქ. ბათუმი მისამართი: ზ.გორგილაძის ქ. #40 II სადარბაზო, I სართული. ტელ: 223275 ქ. თელავი მისამართი: ი.ჭავჭავაძის #2 ტელ:223275 ქუთაისი მისამართი: წერეთლის 55 ტელ: 250027
როგორ დავაბრუნო პროდუქცია უკან?
პროდუქციის უკან დაბრუნებისას უნდა დავიცვათ შემდეგი წესები: 1) პროდუქცია არ უნდა დავაზიანოთ, არ უნდა დაუკარგოთ სასაქონლო სახე, არ უნდა გავრეცხოთ, არ უნდა მოვაცალოთ იარლიყი, მოკლედ უნდა დავაბრუნოთ ისეთი, როგორიც მიიღეთ თქვენ! 2) უნდა მოგვწეროთ support(at)BabyMall.ge-ზე ან დაგვიკავშირდეთ ჩვენს ნომრებზე: 599 39 51 52 ან 599 38 51 52; 3) თბილისში მცხოვრებმა მომხმარებლებმა შეთანხმებულ დროს მოიტანონ ჩვენს ოფისში დასაბრუნებელი პროდუქცია, თანხა დაგიბრუნდებათ იგივე ანგარიშზე საიდანაც მოახდინეთ ანგარისშწორება შეკვეთისას; 4) რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლები უკან დასაბრუნებლად, თუ თავად ვერ ახერხებენ ჩვენს ოფისში პროდუქციის მოტანას, ჩვენთან კომუნიკაციის შემდეგ მიდიან უახლოეს TNT-ს ოფისში და მათი საშუალებით გვიბრუნებენ შეკვეთას, ამისათვის მათ მოუწევთ 4 ლარის გადახდა TNT-სთვის, რათა მათ მოგვაწოდოთ პროდუქცია ჩვენ, TNT-ს ოფისში მისვლისას აუცილებლად უნდა უთხრათ რომ შპს ბეიბი მოლი-ს უგზავნით შეკვეთას უკან და გეკუთვნით სპეციალური ფასი 4 ლარი ამ სერვისისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნის თანხა შეიძლება იყოს სხვა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროდუქციის უკან დაბრუნებისას თქვენ კარგავთ მიტანის საფასურს, რაც თბილისში შეადგენს 3.5 ლარს, ანუ თუ თქვენ შეუკვეთეთ პროდუქცია თბილისში და გადაიხადეთ 53.5 ლარი, მისი უკან დაბრუნებისას მიიღებთ 50 ლარს. რეგიონების შემთხვევაში მიტანის საფასური ცვალებადობს 8-დან 13 ლარამდე, ანუ რეგიონების შეკვეთის დაბრუნებისას დაკარგავთ 8-13 ლარამდე თანხას + 4 ლარს რომელსაც გადაუხდით TNT-ს პროდუქციის ჩვენთვის მოწოდებისთვის. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ზემოთ აღნიშნული წესი მიტანის საფასურის დაკარგვის შესახებ ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც შეკვეთისას მიტანის ღირებულება ჩვენმა კომპანიამ დაფარა (თქვენი შეკვეთა აღემატებოდა 50 ლარს თბილისში და 100 ლარს რეგიონში)!
როგორ დავრეგისტრირდე საიტზე?
საიტზე რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ვებ გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში მოზემულ ტექტს შესვლა/რეგისტრაცია, შეავსეთ რეგისტრაცია განყოფილებაში მოცემული ყველა ველი, წაიკითხეთ მოხმარების წესები და მონიშნეთ წესებზე დათანხმება, ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია.
სად მდებარეობს საიტზე წარმოდგენილი პროდუქცია?
ყველა პროდუქტი რომელიც ვებ გვერდზე დევს იმყოფება შპს ბეიბი მოლი-ს თბილისის საწყობში, მისი მოწოდება თქვენს მისამართზე მოხდება შეკვეთიდან 2-5 დღის განმავლობაში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
კურიერის მიერ მოტანილი გზავნილის შეფუთვა დაზიანებულია, ჩავიბარო თუ არა შეკვეთა?
დაზიანებული შეფუთვის მქონე შეკვეთა უნდა ჩაიბაროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩაბარებამდე და შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერამდე დარწმუნდებით, რომ თქვენ მიიღეთ სრული და დაუზიანებელი შეკვეთა. თუ პროდუქცია დაზიანებულია არ ჩაიბაროთ შეკვეთ და დაგვიკავშირდით ჩვენ.
რამდენ ხანში მივიღებთ გაკეთებულ შეკვეთას და ვინ მოიტანს მას?
შეკვეთას ადგილზე მიიღებთ 2-5 სამუშაო დღეში. მიტატას უზრუნველყობს TNT-ს საქართველოს წარმომადგენობა.
პროდუქციის შეძენისას შემეშალა ზომა, იგი პატარა (ან დიდი) აღმოაჩნდა ჩემს შვილს, როგორ მოვიქცე?

იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია არ მოერგება თქვენს პატარას, ექნება რაიმე ხარვეზი ან სულაც შეცდომით სხვა პროდუქტი მოგიტანეს, ჩვენ გამოგიცვლით პროდუქტს სასურველ ზომაში ან პროდუქტში შეძენიდან (თქვენს მიერ ტვირთის მიღების დღიდან) 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

იმისათვის რომ გამოცვალოთ ზომა ან წუნიანი საქონელი, გთხოვთ მოგვწეროთ გამოსაცვლელი პროდუქტის კოდი (კოდის ნიმუში: 50443-HB00PN000), თქვენთვის სასურველი ზომა და თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ელ. ფოსტით მისამართზე support@BabyMall.ge, მას შემდეგ რაც გადავამოწმებთ თქვენთვის სასურველი პროდუქტის არსებობას საწყობში, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშრდებათ, რის შემდეგაც შეგეძლებათ პროდუქტის გამოცვლა. თუ ასეთი პროდუქტი საწყობში აღარ აღმოგვაჩნდება, ჩვენ დავიბრუნებთ არასწორი ზომის გამოწერილ (ან წუნიან) საქონელს, ხოლო თანხას დაგიბრუნებთ იმავე ანგარიშზე, რომლიდანაც მოახდინეთ გადახდა.

ბანკი ხომ არ ჩამომაჭრის რაიმე დამატებით თანხას?
ჩვენს ვებ გვერდზე პროდუქციის შეძენისას თქვენ საბანკო ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ ზუსტად ის თანხა, რაც მითითებულია გადახდისას.
პროდუქციის შეძენა მინდა, მაგრამ მეშინია ჩემი ბარათის ინფორმაციის შეყვანა:
პროდუქციის შეძენისას და გადახდა ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ გადადიხართ ბანკის ვებ გვერდზე და ბანკის ვებ გვერდზე ახორციელებთ თქვენი ბარათის შესახებ ინფორმაციის შეყვანას, ჩვენი ვებ გვერდი იღებს ინფორმაციას მხოლოდ და მხოლოდ ტრანზაქციის შესახებ, ანუ შესრულდა თუ არა გადახდა. თქვენს მიერ შეყვანილი საბანკო ბარათის მონაცემების დამახსოვრება არ ხდება როგორც ჩვენს მიერ, ასევე ბანკის მიერ.
როგორ ხდება გადახდა?
ჩვენს ონლაინ მაღაზიაში გადახდა წარმოებს ყველა ტიპის და ბანკის პლასტიკური ბარათების მეშვეობით გარდა ამერიკან ექსპრესისა.

მოხმარების წესები

ვებ გვერდის მოხმარების წესები და შეთანხმება.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს "ბეიბი მოლი"-ს ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდზე, ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს :

1. გამოყენებული ტერმინები

წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

  1. "ბეიბი მოლი" - შპს "ბეიბი მოლი";
  2. "ბეიბი მოლის ვებ-გვერდი" - შპს "ბეიბი მოლი"-საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის ვებ მისამართია - www.babymall.ge და მისი ყველა ქვეგვერდი;
  3. "ინტერნეტ მაღაზია" - ინტერნეტ მაღაზია, რომელიც წარმოადგენს შპს "ბეიბი მოლი"-ს საკუთრებას და რომლის ელექტრონული მისამართიც მითითებულია მეორე პუნქტში;
  4. "საქონელი", "პროდუქტი", "პროდუქცია" - ბეიბი მოლის ვებ გვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული საქონელი;
  5. "ინტერნეტ ბრაუზერი" - HTTP კლიენტი, ანუ პროგრამული აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მის მომხმარებელს მიიღოს ინფორმაცია ვებ-სერვერებზე ან ფაილურ სისტემებში არსებული ჰიპერტექსტური მარკირების ენაზე შედგენილი დოკუმენტებიდან და სხვა მედია საშუალებებიდან;
  6. "cookies" - ელექტრონული იდენტიფიკატორები, რომელსაც "ბეიბი მოლი" იყენებს იმისათვის, რომ "ბეიბი მოლის" ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციაგაუვლელ პირს მისცეს ზოგიერთი სერვისით სარგებლობის ტექნიკური საშუალება;

    ინტერნეტ ბრაუზერის მწარმოებლის ვებ გვერდზე, როგორც წესი, მოიპოვება ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გათიშოთ "cookies"-ები თქვენს ინტერნეტ მკვლევარში, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ვეღარ ისარგებლებთ ზემოთჩამოთვლილი ფუნქციებით, რომელიც კომფორტულს ხდის ჩვენთან ურთიერთობას, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა - მუდამ გქონდეთ ჩართული ეს ფუნქცია როდესაც ეწვევით ჩვენს ვებ გვერდს;

  7. "დამთვალიერებელი" - პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის ბეიბი მოლის ვებ-გვერდზე და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.
  8. "ავტორიზაცია" - ბეიბი მოლის ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს პირს უფლებას, ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის მიზნით, შექმნას საკუთარი პროფილი ბეიბი მოლის ვებ-გვერდზე, შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროს, დაამატოს ახალი, გააუქმოს ან წაშალოს საკუთარი პროფილიდან ინფორმაცია ან წაშალოს მთლიანად საკუთარი პროფილი;
  9. "მომხმარებლის გვერდი"- ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე არსებული ქვე-გვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს ამ მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას, ასევე, მის მიერ მიცემულ შეკვეთებს და სხვა მასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას;
  10. "ავტორიზაციის გავლა" - პირისათვის ავტორიზაციაში ნაგულისხმევი უფლების მინიჭება მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და გასაღების ბეიბი მოლის ვებ-გვერდზე არსებულ შესაბამის გრაფაში ჩაწერის და ავტორიზაციის მოთხოვნის მეშვეობით;
  11. "რეგისტრაცია" - პირის მიერ ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით ბეიბი მოლის ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა, რაც პირის მიერ გულისხმობს მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და ვირტუალური გასაღების შექმნას და აძლევს პირს ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის საშუალებას;
  12. "პერსონალური ინფორმაცია" - ინფორმაცია, რომელიც განსაღვრულია, როგორც - "პერსონალური მონაცემი" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს" კანონით;
  13. პროფილი" - მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს თავის თავზე შევსებული ინფორმაცია.
  14. "ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ" - ელექტრონული და სხვა ინფორმაცია, ასევე პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს შპს "ბეიბი მოლი" ბეიბი მოლის ვებ-გერდის მომხმარებლების და დამთვალიერებლების შესახებ;
  15. "მომხმარებელი" - პირი, რომელსაც გავლილი აქვს რეგისტრაცია ბეიბი მოლის ვებ-გვერდზე;
  16. ვირტუალური გასაღები" - სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ადგენს ბეიბი მოლის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, საკუთარ მომხმარებლის გვერდზე წვდომისათვის და მისი დაცულობისათვის სხვა პირთა მიერ წვდომისაგან;
  17. მომხმარებლის სახელი" - პირის უნიკლაური ვირტუალური სახელი, რომელსაც პირი ირჩევს ბეიბი მოლის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, რათა მოხდეს მისი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიცირება ბეიბი მოლის მიერ;
  18. "სპამი" - პოსტი, რომელიც შეიცავს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეკლამას; ბმულს მავნე ვებ-გვერდზე; უცენზურო ან შეურაცხმყოფელ გამოთქმას; ბეიბი მოლის ვებ-გვერდთან ირელევანტურ შინაარსს ან გენერირებულ ტექსტს.
  19. "ვირუსი" - მავნე პროგრამული უზრუნვეყლოფა;
  20. "ქარხნული შეფუთვა" - შეფუთვა რომლითაც შეკვეთის მიმცემი პირი პროდქუციას მიიღებს შპს "ბეიბი მოლი"-სგან, გარდა სატრანსპორტო კომპანიის კონვერტისა (ან სხვა შეფუთვა პროდუქციის ტრანსპორტირების მიზნით), იმ შემთხვევაში თუ შეფუთვას გააჩნია მისი დაზიენბის გარეშე გახსნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი ან საშუალება, დაზიანებულ შეფუთვად ჩაითვლება გახეული, გაჭრილი ან სხვა გზით მთლიანობადარღვეული შეფუთვა;
  21. "სასაქონლო სახე" - მწარმოებლის მიერ პროდუქტის გამოშვების მომენტში არსებული ვიზუალური და ფიზიკური მდოგომარებობა, როდესაც პროდუქტი მიმზიდველია მყიდველისათვის;
  22. "სატრანსპორტო კომპანია" - კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ბეიბი მოლის საიტზე შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირებას მომხმარებლამდე და პასუხისმგებელია პროდუქციის დროულად მიწოდებაზე ქარხნული შეფუთვისა და სასაქონლო სახის დაცვით;

2. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება

როდესაც ანთავსებთ ჩვენს ვებ გვერდზე შეკვეთას, ან გვიგზავნით შეტყობინებას, კომპანიასა და თქვენს შორის ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაცია, შესაბამისად შპს "ბეიბი მოლი" თქვენს დასმულ შეკითხვას თუ მოთხოვნას გამოეხმაურება ელექტრონულად (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან თქვენს ელ. ფოსტაზე მოწერის გზით, ან/და შესაბამის განყოფილებაში ინფორმაციის (პასუხის) გამოქვეყნებით. აქედან გამომდინარე ჩვენთან ურთიერთობის დაჭერის დროს თქვენ ეთანხმებით, რომ ელექტრონულ კომუნიკაციას კომპანიასა და თქვენს შორის აქვს წერილობით დოკუმენტის ძალა და ორივე მხარეს აქვს უფლება იგი გამოიყენოს, როგორც ოფიციალური მიმოწერა მხარეებს შორის.

3. საავტორო უფლებები

"ბეიბი მოლის" ელექტრონული მაღაზიის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა პროდუქტი, ტექსტი, მელოდია, გამოსახულება, ხატულები, ლოგოები, ელექტრონულად ჩამოტვირთვადი ნაწარმი არის შპს "ბეიბი მოლი"-ს ან ამ ნაწარმის მწარმოებელთა/მომწოდებელთა საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებებით საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სავაჭრო ნიშნები

გოგონასა და ბიჭუნას თავებიანი ლოგოტიპი და იგივე ლოგოტიპი გამუსახული წარწერა BabyMall-თან ერთად (სხვა ლოგოტიპები და თავად ინტერნეტ მისამართი) არის შპს "ბეიბი მოლი"-ს სავაჭრო ნიშანი და საკუთრება, რომლის გამოყენება სხვა პროდუქტებთან მიმართებაში ან რეალიზაციისთვის, მისი გამოყენება სხვა კომპანიის მიერ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებელთა გზის აბნევა, ან მისი დისკრიმინაცია აკრძალულია. ყველა სხვა ლოგოტიპი რომელიც გამოყენებულია ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდზე და არ წარმოადგენს შპს "ბეიბი მოლი"-ს საკუთრებას არის მისი მფლობელების საკუთრება.

5. მომხმარებლის გვერდი

თუ თქვენ იყენებთ,ბეიბი მოლის ინტერნეტ მაღაზიას და დარეგისტრირებული ხართ ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე, მაშინ თქვენ გაქვთ ვირტუალური გასაღები თქვენ გვერდთან წვდომისათვის, აღნიშნული გასაღების დაცვა მესამე პირებზე გავრცელებისგან თქვენი ვალდებულებაა.

6. არასრულწლოვანი მყიდველი

შპს "ბეიბი მოლი" არ ახორიციელებს პროდუქციის რეალიზაციას ბავშვებზე, არასრულწლოვნების შემთხვევაში პროდუქციის შეკვეთა უნდა მოხდეს უფროსებთან შეთანხმებით.

შპს "ბეიბი მოლი" იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

7. მიმოხლვა, კომენტარების დატოვება, კომუნიკაცია და სხვა შიგთავსი

მომხმარებლებსა და დამთვარიელებლებს შეუძლიათ დატოვონ კომენტარები, განიხილონ პროდუქცია, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, იდეები, კითხვები ან სხვა ინფორმაცია თუ ასეთი ქმედება არ არის აკრძალული კანონით, დამამცირებელი, გამაღიზიანებელი, წამქეზებელი, სხვისი პერსონალური ინფორმაციის ან ინტელექტუალური საკუთრების ამსახველი ან თუ არ არის რაიმე სხვა არამართლზომიერი გზით მესამე პირისთვის ზიანის მიმტანი ან ვირუსის, პოლიტიკური კამპანიის, რეკლამის შემცველი ან რაიმე სხვა სახის "სპამი"-ს შემცველი. მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოიყენოს სხვა პირის ელექტრონული ფოსტის (ან სხვა) მისამართი და იმოქმედოს სხვა პირის სახელით, ხოლო შპს "ბეიბი მოლი"-ს აქვს უფლება (და არა ვალდებულება) მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი წესის უგულვებელყოფის შემთხევაში აღკვეთოს ასეთი ქმედება (წაშალოს მის მიერ წესების დარღვევით გამოქვეყნებული ინფორმაცია, გაუუქმოს მომხმარებელს ელექტრონული გასაღები ან სხვა.).

ბეიბი მოლის ვებ-გბერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კანონთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი არის ამ ინფორმაციის ავტორი. ინფორმაციის გამოქვეყნებით პირი აძლევს უფლებას შპს "ბეიბი მოლი"-ს თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია. ამავე დროს, მესამე პირისათვის ამგვარი გამოქვეყნებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აღნისნული ინფორმაციის ავტორს.

8. პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

ბეიბი მოლის ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას თქვენ ირჩევთ გადამზიდავ კომპანიას, რომელიც ახდენს თქვენი შეკვეთის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე, შპს "ბეიბი მოლი"-ს პასუხისმგებლობა მთავრდება პროდუქციის სატრანსპორტო კომპანიაზე გადაცემისას და ეს პასუხისმგებლობა გადადის გადამზიდავ კომპანიაზე.

გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს სატრანსორტო კომპანიისგან დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შპს "ბეიბი მოლი"-ს შემდეგ ელ. ფოსტაზე: SUPPORT@BABYMALL.GE, გზავნილის ჩაბარების შემთხვევაში შპს "ბეიბი მოლი" არ არის ვალდებული განიხილოს წარმოქმინილი პრეტენზიები.

ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხარებლის კმაყოფილებაზე, თუმცა ჩვენ არ გვსურს პასუხისმგებლობა ავიღოთ შუამავალი კომპანიების შეცდომებსა და შესაძლო უხარისხო მომსახურებაზე, ამიტომ დაჟინებით ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს ყურადღებით შეამოწმონ გზავნილის შეფუთვა მანამ, სანამ ხელს მოაწერენ სატრანსპორტო აგენტის შესაბამის დოკუმანტაციაზე. გზავნილის შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში მომხარებელს უფლება აქვს სატრანსოპრტო კომპანიისგან არ ჩაიბაროს გზავნილი ან სატრანსპორტო აგენტთან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობასა და სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების ქვითარზე.

დაუზიენებელი შეფუთვით მიღებული დაზიანებული პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში გთხოვთ გადაუღოთ მიღებულ გზავნილს დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: SUPPORT@BABYMALL.GE.

9. საქონლის და თანხის უკან დაბრუნება

გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მომხმარებლისათვის მიწოდებული საქონელი განსხვავდება მის მიერ შეკვეთილი საქონლისგან და არ არის დარღვეული მისი ქარხნული შეფუთვა ან სასაქონლო სახე. ამ შემთხვევაში შპს "ბეიბი მოლი"-ს მას შემდეგ რაც დაიბრუნებს საქონელს და მოახდენს მის დათვალიერებას დაზიანებაზე, დააბრუნებს თანხას იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ანგარისშწორება.

10. საქონლის გამოცვლა

ჩვენ ვითვალისწინებთ ინტერნეტ გაყიდვების სპეციფიკასა და მომხამრებლის რისკებს, რის გამოც მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას 15 დღის განმავლობაში გამოცვალონ შეძენილი პროდუქცია ზომაში, იმ შემთხვევაში თუ მოცემული პროდუქციის ზომა არ აღმოჩნდება შპს "ბეიბი მოლი"-ს საწყობში, მაშინ ჩვენ დავიბრუნებთ პროდუქტს და შესაბამის თანხას დავუბრუნებთ მომხმარებელს.

პროდუქციის ზომაში გამოცვლა ან დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია არ იქნება ქარნულ შეფუთვაში ან დაკარგული ექნება სასაქონლო სახე.

11. პროდუქციის აღწერილობა

არასწორი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნბობოთ ამის შესახებ შემდეგ ელ. ფოსტაზე: SUPPORT@BABYMALL.GE, თან აუცილებლად მიუთითეთ პროდუქტის ბარ-კოდი და უზუსტობის შინაარსი.

ზემოთმითითებული უზუსტობის შედეგად შეძენილი პროდუქციის დაბრუნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ იქინება დარღვეული პროდუქციის ქარხნული შეფუთვა და სასაქონლო სახე.

12. პროდუქციის ღირებულება

ჩვენს ვებ გვერდზე მოცემული ფასები შეიცავენ პროდუქციის ღირებულებასა და საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. თუ შეცდომა პროდუქტის ფასში მომხმარებლისთვის აუარესებს შეძენის პირობებს, ჩვენ შეგითანხმებთ ამგვარ შემთხვევას და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში შევასრულებთ თქვენს შეკვეთას, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში თქვენი შეკვეთა გაუქმდება.

როგორც წესი ჩვენ თქვენი ბარათიდან თანხას არ ვჭრით მანამ სანამ თქვენი შეკვეთა არ გადაეცემა სატრანსპორტო კომპანიას, ანუ მანამ სანამ თქვენი შეკვეთა არ შესრულდება.

13. სხვა კომპანიების პროდუქცია

ბეიბი მოლი თვითონ წარმოადგენს ამერიკულ და ევროპულ ბრენდებს და არის მათი კანონიერი, ოფიციალური და/ან ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. შესაძლებელია, რომ ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილი ზოგიერთი პროდუქტი იყოს სხვა კომპანიის მიერ შემოთავაზებული (ამ შემთხვევაში პროდუქტის დეტალურ აღწერილობაში იქნება შესაბამისი მითითება). ბეიბი მოლი არ იღებს პასუხისმგებლობას სხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებულ პროდუქციაზე და აგრეთვე ასეთ პროდუქციაზე შეიძლება არ ვრცელდებოდეს შპს "ბეიბი მოლის" დაბრუნების, გამოცვლისა და დაზიანებული პროდუქციის უკან მიღების (თუ სხვა) პირობები. ამიტომ, თუ ასეთი პროდუქციის შეძენას გადაწყვეტთ, ყურადღებით წაიკითხეთ გამყიდველი კომპანიის მიერ დაწესებული პირობები, ჩვენ ჩვენის მხრივ გავაკეთებთ თვალსაჩინო აღნიშვნას პროდუქციის დეტალურ აღწერილობაში, როდესაც მესამე პირის მიერ შემოთავაზებულ პროდუქციაზე პირობები განსხვავდება "ბეიბი მოლის" სტანდარტული პირობებისგან.

14. შეზღუდული პასუხისმგებლობა

შპს "ბეიბი მოლი"-ს ინტერნეტ მაღაზია წარმოდგენილია "ისეთი როგორიც არის" და "ისეთი როგორზეც მიგიწვდებათ ხელი" პირობით და მისი გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით ამ პირობას. შპს "ბეიბი მოლი" არ აგებს პასუხს ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე თუ დანაკარგზე.

15. მარეგულირებელი კანონმდებლობა

"ბეიბი მოლის" ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ნებისმიერი დავა რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და შპს "ბეიბი მოლი"-ს შორის რეგულირდება საქართველოს მოქმედი კონონმდებლობით.

16. ოფიციალური მიმართვა შპს "ბეიბი მოლი"-ს

შპს "ბეიბი მოლი"-ს ოფიციალური მიმართვები და წერილები ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება დაზღვეული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. N44, მე-4 სართული, შპს "ბეიბი მოლი"-ს ოფისი.

17. პესონალური ინფორმაცია

შპს "ბეიბი მოლი" თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ და ვიყენებთ ინტერნეტ მაღაზიის წარმატებული მუშაობისა და თქვენი ეფექტური მომსახურებისთვის:

ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია გვეხმარება მუდმივად გავაუმჯობესოთ და გავამარტივოთ ჩვენი მომსახურება, ქვემოთ მოცემულია ინფორმაციის ტიპები რომელსაც ჩვენ ვიყენებთ:

  1. ინფორმაცია რომელსაც გვაწვდით თავად - ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ინტერნეტ მაღაზიაში ან სხვა საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ არ მოგვაწოდოთ ესა თუ ის ინფორმაცია, თუმცა ამ შემთხვევაში ვერ ისარგებლებთ იმ უპირატესობებით რომელი უპირატესობების სარგებლობისათვის აუცილებელია ესა თუ ის ინფორმაცია, მაგალითად თუ არ გვეცოდინება თქვენი მისამართი ვერ დავითვლით ტრანსპორტირების ფასს შეკვეთის გაფორმებამდე და მისამართის შესახებ ინფორმაციის მოწოდებამდე.
  2. ავტომატურად მოწოდებული ინფორმაცია - ჩვენ ვინახავთ და ვიყენებთ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის მიერ ავტომატურად მოწოდებულ ინფორმაციას როგორიცაა "cookies”-ს.
  3. მობილურის შემთხვევაში - მაშინ როდესაც თქვენ იყენებთ შპს "ბეიბი მოლი"-ს მობილურ აპლიკაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩვენ შეიძლება მივიღოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენ ადგილმდებარეობისა და თქვენი მოწყობილობის უნიკალური ნომრის (EMEI, MAC Address და სხვა) შესახებ. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია თქვენთვის ადგილმდებარობის შესაბამისი მომსახურების მოწოდებისათვის.
  4. ელექტრონული ფოსტა - ელექტრონული კომუნიკაციების სრულყოფის მიზნით, ჩვენ ხშირად ვიღებთ დადასტურებას იმის შესახებ, რომ თქვენ მიიღეთ ჩვენი წერილი და გაეცანით მას.
  5. სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია - ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ სხვა წყაროებიდან, და ეს ინფორმაცია ჩავამატოთ თქვენ შესახებ ინფორმაციაში. მაგალითად თუ თქვენ გამოიყენებთ FaceBook-ით ავტორიზაციას, მაშინ ჩვენ შეიძლება ავტომატურად ავიღოთ FaceBook-ის მიერ ღიად მოწოდებული ინფორმაცია თქვენს შესახებ.

18. აუცილებელი მინიმალური ინფორმაციის გადაცემა მომსახურების მომწოდებელ მესამე პირზე

მისი საქმიანობის განხორციელებისათვის და მომხმარებლისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, „ბეიბი მოლი" სარგებლობს სხვა კომპანიების საბანკო და საკურიერო სერვისებით. ამ შემთხვევაში ბეიბი მოლი, აუცილებელ პერსონალურ ინფორმაციას (ტვირთის მიმღები პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი, შეკვეთის ერთჯერადი კოდი, შეკვეთის თარიღი) აწვდის მესამე პირს და /ან პირებს.

  1. პრომო აქციები - ხანდახან ჩვენს მომხმარებლებს ვუგზავნით სხვა კომპანიების პრომო აქციების შესახებ ინფორმაციას. როდესაც ასე ვიქცევით ჩვენ არ გადავცემთ მესამე კომპანიას ინფორმაციას თქვენს შესახებ, არამედ ჩვენთვითონ ვახდენთ მათთვის სასურველი ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებას.
  2. ბიზნესის განვითარება - ჩვენი კომპანია მუდმივად განვითარებადი კომპანიაა, შესაბამისად ჩვენ შეიძლება წამოვიწყოთ ახალი სახის საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენს შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ჩვენი ახალი ბიზნესის ინტერესებისათვის.
  3. თქვენი ნებართვით - თუ ჩვენ განვიზრახავთ თქვენს შესახებ ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემას (გარდა ზემოთაღნიშნული შემთხვევებისა) ამის შესახებ ჩვენ წერილობით გაცნობებთ და მხოლოდ თქვენი დასტურის მიღების შემდეგ გადავცემთ ინფორმაციას მესამე პირს.

19. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე მომხმარებლის ნებართვით

ისეთი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით და კანონმდებლობით, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით.

20. მომხმარებლის პასუხისმგებლობა საკუთარი ინფორმაციის დაცვაზე

თქვენ ხართ პასუხიმგებელი თქვენს კომპიუტერთან და თქვენს კოდთან სხვა პიროვნებების წვდომაზე, ყოველთვის გამოიყენეთ „გასვლა"-ის ფუნქცია როდესაც ტოვებთ კომპიუტერს ყურადღების მიღმა.

21. მომხმარებლის წვდომა საკუთარ მონაცემებთან

მომხმარებელს წვდომა აქვს ბეიბი მოლის ვებ-გვერდზე მის შესახებ არსებული მონაცემებიდან თითქმის ყველა მონაცემთან და ყველა მონაცემთან, რომელიც ბეიბი მოლის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს შეიყვანა პირადად. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, წაშალოს ან გააუქმოს მის მიერ ბები მოლის ვებ-გვერდზე მიწოდებული ინფორმაცია.

22. მოხმარების წესები, გაფრთხილებები და ცვლილებები

ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ჩვენს სტანდარტულ პირობებში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდაულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები.

23. შეთანხმების მოქმედება და ცვლილებების შეტანის წესი

წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს პირის მიერ "ბეიბი მოლის" ვებ-გვერდით სარგებლობისას, აგრეთვე, ინტერნეტ-მაღაზიით სარგებლობის დროს წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერტობის მოწესრიგების დროს.

წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილში, რომელიც არეგულირებს "ბეიბი მოლის" მიერ მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხს, მოხდება რაიმე ცვლილება, ნამდვილი იქნება ის წესი, რომელიც ამ შეთანხმებით დადგენილი იყო კონკრეტული პროდუქტის შეძენის მიზნით დაწყებული სამართლებრივი ურთიერთობის მომენტში და იმოქმედებს ამ სამართლებრივი ურთიერთობის დამთავრებამდე.

წინამდებარე შეთანხმების სხვა ნაწილში შესული ცვლილებები იმოქმედებს "ბეიბი მოლის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს და მის შესახებ ელექტრონული ფოსტით ან სხვა სახით ეცნობება ყველა მომხმარებელს.

24. მომხმარებლის გვერდის წაშლა

მომხმარებლის მიერ საკუთარი პროფილის წაშლის შემთხვევაში, ძალაში რჩება წინამდებარე შეთანხმება იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ის ეხება პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული როგორც მომხმარებელი ინტერნეტმაღაზიის ვებ-გვერდზე. ძალაში რჩება, ასევე, მომხმარებლის მიერ მიცემული შეკვეთის შედეგად არსებული მხარეთა უფლება-მოვალეობანი, თუ ის პროფილის წაშლის მომენტში არ იყო შესრულებული. უცვლელი რჩება "ბეიბი მოლის" ვალდებულება მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით, რაც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

25. მიწოდებისა და მიტანის პირობები

თუ ჩვენს სისტემაში თქვენს შეკვეთას აქვს სტატუსი ჩაბარებულია და თქვენ არ მიგიღიათ გზავნილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვწეროთ ამ ფაქტის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: SUPPORT@BABYMALL.GE ან გამოიყენოთ ჩვენს ვებ გვერდზე შეკვეთის გვერდზე არსებული ღილაკი (გზავნილი არ მიმიღია) და შეავსოთ შესაბამისი ფორმა. ასევე გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს მიერ არჩეულ გადამზიდავ კომპანიას, აცნობოთ თქვენი გზავნილის ნომერი და მიაწოდოთ ინფორმაცია უზუსტობის შესახებ. ასეთი უზუსტობები როგორც წესი ჩვენი კომპანიის ბრალეულობით არ არის გამოწვეული, ამიტომ სატრანსპორტო კომპანიაზე მიმართვით შეიძლება თქვენი პრობლემა უფრო სწარფად გადაიჭრას, თუმცა უმორჩილესად გთხოვთ ყოველთვის გვაცნობოთ ასეთი ფაქტების შესახებ, რათა ჩვენი მხირდან მოვახდინოთ რეაგირება ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან.

26. მიწოდების ფასები და პერიოდი

მომხმარებელთა მომსახურების გაადვილების მიზნით მიწოდების ფასისა და ვადის ანგარიში ხორციელდება უშუალოდ შეკვეთის მომენტში და იგი განსხვავებულია და დამოკიდებულია შეკვეთის ოდენობასა და შეკვეთის მიმცემი პირის. ძირითად შემთხვევებში თბილისის მასშტაბით შეკვეთის მიტანას ჭირდება 3 სამუშაო დღე და ღირებულება შეადგენს 3.5 ლარს თუ "ბეიბი მოლის" ვებ-გვერდზე სხვა, უფრო ხელსაყრელი შემოთავაზება არ არის.

ახალი პროდუქცია

ფასდაკლება